ფეხბურთი

16:06 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო ესპანეთში დაბრუნდა და ლა ლიგა 2-ის გუნდში იმუშავებს

„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი სამშობლოში დაბრუნდა და "უესკას" ჩაიბარა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„უესკადან“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნაჩო აბრისი გუშინ დაითხოვეს და მას ჩისკო შეცვლის.

ესპანელის გარდა, კლუბში მიროსლავ ჯუკიჩის მიწვევაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი მუნიოსზე გაკეთდა. ჩისკო ბოლოს „უოტფორდში“ მუშაობდა, რომელიც ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, სადაც 7 ტურში 7 ქულა მოიპოვა, მაგრამ ერთი თვის წინ მაინც გაათავისუფლეს. ესპანელმა „დინამო თბილისს“ საქართველოს ჩემპიონობა 2020 წელს მოაპოვებინა.

„უესკა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში თამაშობს და 12 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-12 ადგილზეა.

თეგებიჩისკოუესკა
0.118917