ფეხბურთი

15:28 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესი პატიმრობას გადაურჩა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი ლუკას ერნანდესი ციხეს გადაურჩა. მადრიდის სასამართლომ ფეხბურთელის საჩივარი დააკმაყოფილა.

ერნანდესს 6-თვიანი პატიმრობის ნაცვლად 4-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა და გარდა ამისა, 94 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

შეგახსენებთ, 2017 წელს, როცა ლუკასი „ატლეტიკოში“ თამაშობდა, იძალადა ამელია დე ლა ოსა ლორენტეზე, რომელიც მაშინ მისი შეყვარებული იყო. ადგილობრივმა სასამართლომ განიხილა ფაქტი, რის შედეგადაც, ფეხბურთელს 31-დღიანი საზოგადოებრივი შრომა და გოგონასთან 500 მეტრის რადიუსზე მიახლოვება აუკრძალა.

მოგვიანებით წყვილი შერიგდა და იქორწინეს კიდეც. მიუხედავად ამისა, მიახლოვების აკრძალვა ძალაში დარჩა და გასულ ზაფხულს წყვილმა შვებულება ერთად გაატარა. სასამართლომ სწორედ ეს შეაფასა აკრძალვის დარღვევად და ფრანგ ფეხბურთელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერნანდესმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რამაც შედეგი გამოიღო.

0.120254