კალათბურთი

13:20 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: დონჩიჩის დაფარება, ლიდერი "გოლდენ სტეიტი" და "იუტა ჯაზი" - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე (+VIDEO)

NBA-ს მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა „დალას მავერიქსმა“. ჯეისონ კიდის მომზადებული გუნდი „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა და 10-ქულიანი სხვაობით 116:106 აჯობა.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა. ახალგაზრდა სლოვენიელმა ფორვარდმა საკუთარ გუნდს 26 ქულით, 14 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ულიდერა. ლუკას ერთი დაფარებაც ჰქონდა, რომელიც ამ შეხვედრის ყველაზე გამოსარჩევი მომენტი იყო, როდესაც ალპერენ შენგიუნის წინააღმდეგ უბრალოდ შესანიშნავად ითამაშა.

„ჰიუსტონიდან“ ყველაზე შედეგიანი ერიკ გორდონი იყო. 32 წლის გამთამაშებელმა 27:25 წუთში 22 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, მაგრამ ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო.

დონჩიჩის გარდა ორმაგი დუბლი „როკეტსის“ კალათბურთელ დანიელ თეის (15 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი) და „დალასიდან“ ჯეილენ ბრანსონს (11 ქულა, 4 მოხნა, 11 პასი) ჰქონდა.

3 ტურის შემდეგ „დალას მავერიქსი“ 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ხოლო "ჰიუსტონს" 4 თამაშიდან 3 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება აქვს, მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს: „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „ოკლაჰომას“ 106:98 მოუგო. მარცხის მიუხედავად საუკეთესო შედეგი კანადელ გამთამაშებელ შაი გილგეუსს ჰქონდა, რომელმაც 30 ქულასთან ერთად, 1 მოხსნა და 4 პასი გამოიმუშავა. გამარჯვებულთა გუნდში კი ტრადიციულად სტეფ კარი გამოირჩა. ამერიკელმა კალათბურთელმა 23 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

„გოლდენ სტეიტ უორიორზი“ 4 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციას „იუტა ჯაზთან“ ერთად ლიდერობს და შემდეგ მატჩს 29 ოქტომბერს, „მემფიზ გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „ოკლაჰომას“ კი ოთხივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზეა. მარკ დეინიოტის გუნდი 28 ოქტომბერს „ლოს ანჯელეს ლეიკერს“ შეხვდება.

სამიდან სამი შეხვედრა მოიგო „იუტა ჯაზმა“, რომელიც „დენვერ ნაგეტსს“ შეხვდა და 112:110 იმარჯვა. ქვინ სნაიდერის გუნდს 23 ქულით, 16 მოხსნითა და შესაბამისად ორმაგი დუბლით რუბი გობერტმა ულიდერა, ხოლო ყველაზე შედეგიანი „ნაგეტსის კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი იყო. მას 24 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და ამდენივე პასი ჰქონდა.

„იუტა ჯაზი“ 29 ოქტომბერს „ჰიუსტონ როკეტსს“, ხოლო „დენვერი“, რომელიც 2 მოგებით და ამდენივე წაგებით მე-6 პოზიციაზეა, 30 ოქტომბერს“დალას მავერიკს“ შეხვდება.

„ნიუ იორკ ნიქსი“ – „ფილადელფია“ 112:99

0.13607