ფეხბურთი

11:52 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლას: "პოგბას ახალ კონტრაქტზე კითხვები "მანჩესტერს" უნდა დაუსვათ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის ახალი კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ახალი არაფერია და კითხვებს ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ.

„პოლის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა ჰკითხოთ. ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდადაა, ახალი არაფერია“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, პოლ პოგბას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება და შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ის „წითელი ეშმაკების“ რიგებში 2016 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში პოგბამ პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, მაგრამ 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.124197