ფეხბურთი

0:07 | 27.10.2021 | ნანახია 470 - ჯერ

ვაკო გვილიამ "რაკოვში" სადებიუტო გოლი პოლონეთის თასზე გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთის თასის 1/16 ფინალში ვაკო გვილიას „რაკოვმა“ სტუმრად „კალისჟი“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ქართველმა ნახევარცმველმა კი გოლი გაიტანა.

ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. ეს გვილიას პირველი გოლის პოლონური გუნდის მაისურით, რომელსაც მიმდინარე სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

27 წლის ფეხბურთელს „რაკოვში“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული და როგორც ვთქვით, სადებიუტო გოლი მიითვალა. პოლონური კლუბი თასის მერვედფინალში ითამაშებს, ხოლო ექსტრაკლასაში 24 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხს“ ჩამორჩება (3 ქულით).

0.072644
470