ფეხბურთი

23:11 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია არასპორტული საქციელისთვის დააჯარიმეს, პრეზიდენტმა მასთან ისაუბრა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თემურ ქეცბაია კი სადისციპლინო კომიტეტმა დააჯარიმა.

ლარნაკას აეკ-თან (1:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ მსაჯების მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, რის გამოც ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, თუმცა მისი ოდენობა უცნობია.

ფამაგუსტელთა პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი კი მწვრთნელსა და გუნდს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მან განაცხადა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გაძლიერდება.

„დღეს მწვრთნელთან ვისაუბრეთ და მივედით დასკვნამდე, რომ გუნდს სიმშვიდე და თანადგომა სჭირდება. თუ ცვლილებები ტრანსფერებით იქნება საჭირო, ამას გავაკეთებთ კიდეც. მიუხედავად ცუდი პერიოდისა, „ანორთოსისის“ მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაძლიერება კი იანვრის დასაწყისში მოხდება“, - აღნიშნა ევგენიოს ჰამბულასმა.

„ანორთოსისს“ 6 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა აქვს მოპოვებული სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 ოქტომბერს, „ომონიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114792