სხვა

22:00 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: "დინამო თბილისის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

წყალბურთის ჩემპიონა ლიგაზე 2021-2022 წლების სეზონი დაიწყო და „დინამო თბილისმა“ პირველ ტურში საბერძნეთში, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

ზუკა რურუას გუნდი წყვილში აუტსაიდერი იყო და საბოლოო შედეგი გასაკვირი არაა. ბერძნებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და საბოლოოდ, 20:9 იმარჯვეს. თბილისელთა ერთადერთი პოზიტივი 9 გატანილი გოლია ბერძნული წყლაბურთის გრანდის კარში.

სამი გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა, ორ-ორი სანდრო ადეიშვილმა და დუშან ვაშიჩმა, ხოლო თითო გოლი იოვან სარიჩმა და ანდრია ბითაძემ მიითვალეს. „ოლიმპიაკოსმა“ „დინამოს“ ოთხივე პერიოდში აჯობა და შეიძლება ითქვას, ამისთვის დიდი ძალისხმევა არც დაუხარჯავს. საოცრად ითამაშა იოანის ფუნტულისმა, რომელმაც 8 გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისს“ A ჯგუფში ერთი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და 9 ნოემბერს, სტუმრად „იადრანს“ დაუპირისპირდება. ჯგუფში ხსენებული სამი გუნდის გარდა, „ტელეკომი“ (უნგრეთი), „ბელგრადი“ (სერბეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ბარსელონა“ (ესპანეთი“ და „ბრეშა“ (იტალია).

„ოლიმპიაკოსი“ – „დინამო თბილისი“ 20:9 (5:2, 4:2, 4:3, 7:2)

გოლები: 1:0 ლოკომვოსი, 2:0 ფუნტულისი, 3:0 ფილიპოვიჩი, 4:0 ფუნტულისი, 4:1 ელაჩა, 5:1 ფუნტულისი, 5:2 ვაშიჩი, 6:2 ფილიპოვიჩი, 7:2 რადოვიჩი, 8:2 ფუნტულისი, 9:2 ფუნტულისი, 9:3 ელაჩა, 9:4 ვაშიჩი, 9:5 სარიჩი, 10:5 ფუნტულოსი, 11:5 ფუნტულოსი, 11:6 ადეიშვილი, 12:6 გენიდუნიასი, 13:6 გენიდუნიასი, 13:7 ადეიშვილი, 14:7 ფილიპოვიჩი, 15:7 გუვისი, 15:8 ელაჩა, 16:8 ფუნტულისი, 17:8 ბუსლიე, 18:8 მურიკისი, 18:9 ბითაძე, 19:9 მურიკისი, 20:9 რადოვიჩი

0.131817