ფეხბურთი

20:15 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტის ლონდონური გუნდები იწვევენ

იტალიის ნაკრებისა და „ტორინოს“ თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. The Sun-ის ცნობით, 27 წლის ფორვარდს ლონდონური კლუბები, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ეპატიჟებიან.

წყაროს თანახმად, ორივე გუნდს ბელოტის დამატება ზაფხულში სურთ, როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება. იტალიელ ფეხბურთელს „ტორინოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებას არ აპირებს, რაც ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმაც დაადასტურა.

გასულ სეზონში ბელოტიმ 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ზაფხულში კი იტალიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

0.12164