ფეხბურთი

18:42 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი 4 კვირა ვერ ითამაშებს

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი ტრავმირებულია და ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

28 წლის ფეხბურთელმა მარსელის “ოლიმპიკთან“ მატჩში ბარძაყის დაზიანება მიიღო და სამედიცინო გამოკლვევამ აჩვენა, რომ მოედანზე 4 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

შედეგად, ვერატის ნოემბრის სანაკრებო პაუზა გაუცდება და იტალიის ნაკრებს შვეიცარიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩებში ვერ დაეხმარება, რაც „სკუადრა აძურასთვის“ დიდი დანაკლისია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი რობერტო მანჩინის გუნდმა სწორედ ამ შეხვედრებში უნდა გადაწყვიტოს.

მიმდინარე სეზონში ვერატიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115122