ფეხბურთი

11:53 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონეკი: „ალბათ „ოქროს ბურთს“ მესი მოიგებს, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო - ლევანდოვსკია“

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, წარსულში კი „იუვენტუსის,“ „რომასა“ და ქვეყნის ნაკრების ვარსკვლავი, ზბიგნევ ბონეკი, ფიქრობს, რომ „ოქროს ბურთი“ „ბაიერნის“ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნის.

„არ ვიცი, ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს.“ წუხელ ხმის მიცემის დრო ამოიწურა. ჩემი აზრით, ჟორჟინიოს რომ „უემბლიზე“ გადამწყვეტი პენალტი გაეტანა, პრიზი უდაოდ მისი იქნებოდა. მაგრამ იმ მატჩის გმირი დონარუმა გახდა.

ხმას აძლევენ აფრიკაში, ამერიკაში, მაგრამ იქ მხოლოდ რონალდუ და მესი იციან. ალბათ, „ოქროს ბურთს“ მესის მიაკუთვნებენ, მან ხომ კოპა ამერიკა მოიგო.

წლეულს პრიზს ყველაზე მეტად სამი ფეხბურთელი იმსახურებს: ჟორჟინიო, მესი და ლევანდოვსკი. ჩემთვის საუკეთესო - რობერტია. არ ვიცი, პრიზი შარშან რატომ არ გათამაშდა. არადა, ლევანდოვსკიმ ყველაფერი მოიგო.

ცხადია, მესი „სხვა კატეგორიაა,“ მაგრამ ძალიან მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს.

0.128673