თამაშგარე

12:50 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მომხიბლვლელი გოგონა საჭით

რა ცუდია საქართველოში ქალთა ავტოსპორტი ნაკლებად პოპულარული სპორტის სახეობა რომაა, თორემ აუცილებლად მეტ ადამიანს გვეცოდინებოდა თუ ვინაა ამერიკელი მრბოლელი ქალი ლინდსი ბრევერი, რომელიც ბუნებისგან ფიზიკური სილამაზითაა დაჯილდოვებული და ამ საჩუქარს მშვენივრადაც იყენებს.

ბრევერი სოციალურ ქსელებში აქტიური, პოპულარული და მრავალი თამამი ფოტოს გამომზეურებელი ვინმეა. სწორედ ამიტომაც მას უკვე მილიონ ნახევარზე მეტი გულშემატკივარი, ანუ “გამომწერი“ დაუგროვდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წესით ეს გოგო მიღწერულ წარმატებაზე არ უნდა გაჩერდეს.

ლინდსი ბრევერი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ამერიკაში ვარაუდობენ, რომ მას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს სპორტულ წარმატებებთან ერთად, გზა დიდი საპოდიუმე ფიცარნაგისკენაც გაიკვალოს. ყოველ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111095