კვირას, ესპანური პრიმერას მე-10 ტურის შეხვედრა „ბარსელონასთან“ (1:2), „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველისთვის, ლუკა მოდრიჩისთვის, მადრიდული კლუბს მაისურით ჩატარებული მე-400 მატჩი გამოდგა.
„ყველაფერი, რაც ჩემი „რეალში“ გადმოსვლის შემდეგ ხდება, არაჩვეულებრივია. ეს არის ბედნიერების ცხრა წელიწადი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიმაღლეებს შევწვდებოდი.
მადლობელი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის, ოცნების ასრულების საშუალება რომ მომცეს. ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ.“ - უთხრა მოდრიჩმა „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებს.