ფეხბურთი

2:28 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტესა და "მანჩესტერს" შორის პირველი კონტაქტი შედგა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასა და ანტონიო კონტეს შორის პირველი კონტაქტი შედგა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. იტალიელი სპეციალისტი მზადაა თანხმობა განაცხადოს და "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ კონტე მზადაა „იუნაიტედი“ ჩაიბაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის სეზონის მიმდინარეობის დროს ახალი სამსახურის მიღებაზე აქამდე ჩვეულებრისამებრ უარს ამბობდა. კონტეს ინგლისში 2016-2018 წლებში უმუშავია, როცა ლონდონის „ჩელსიში“ იყო და პრემიერლიგაც მოიგო.

ოლე გუნარ სულშერი „წითელ ეშმაკებს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს, მიმდინარე სეზონი კი გაძლიერების მიუხედავად კლუბმა საშინლად დაიწყო, შედეგები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაუარესდა, რადგან პრემიერლიგის უკანასკნელ ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.

0.114196