ავტოსპორტი

1:56 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეტიმ „ზაუბერის“ ფ1-ის გუნდი გამოისყიდა

აშშ-ის დიდი პრიზის დღეებში, პადოკში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა და ფ1-ის ჩემპიონ მარიო ანდრეტის შვილმა, მაიკლ ანდრეტიმ (ფოტოზე), შვეიცარიული გუნდი „ზაუბერი“ გამოისყიდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ანდრეტის „ზაუბერის“ აქციების 80 პროცენტის შესყიდვა სურდა. შვეიცარიულ კომპანიას და მის ფორმულა 1-ის გუნდს, საინვესტიციო კომპანია „ლონგბოუ ფაინენსი“ ფლობდა, რომელმაც ორივე პეტერ ზაუბერისგან და იმ დროისთვის გუნდის შეფ მონიშა კალტენბორნისგან 2016 წელს გამოისყიდა.

ინფორმაცია, რომელიც მარიო ანდრეტის ფეისბუკის გვერდზეც გავრცელდა, გვამცნობს, რომ ანდრეტიმ „ზაუბერის“ სასურველი წილი მიიღო, 20 პროცენტი კი ძველმა მფლობელმა შეინარჩუნა.

შეგახსენბთ, რომ „ზაუბერი“ ამჟამად ფ1-ში „ალფა რომეოს“ ბრენდით ასპარეზობს და ბაზა ისევ შვეიცარიაში აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეტიმ და მის უკან მდგარმა ჯგუფმა, „ზაუბერის“ 80 პროცენტში 350 მილიონი ევრო გადაიხადა. ამავე გარიგების შესაბამისად, მომავალ სეზონში, მეორედ პილოტის ადგილს ამერიკელი კოლტონ ჰერტა დაიკავებს. თუმცა ცნობილია, რომ ჰერტას სუპერ ლიცენზია არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113206