ფეხბურთი

1:30 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "მესი პსჟ-ში იზოლირებულია, გუნდი ერთ რიტმში ვერ თამაშობს"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის თამაშზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ანრიმ აღნიშნა, არგენტინელი ფეხბურთელი თანაგუნდელებისგან პასს იშვიათად იღებს და გუნდისგან იზოლირებულია. ფრანგი ფიქრობს, რომ პსჟ-ს ბევრი მძღოლი ჰყავს და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

„მესი იზოლირებულია და თანაგუნდელებისგან ბურთს იშვიათად იღებს. არ ვიტყვი, რომ პარიზში უკმაყოფილოა, მაგრამ თამაშის დროს გუნდისგან იზოლირებული ჩანს.

მომწონს, როცა მესი ცენტრში თამაშობს, არმგონია, რომ მას მარჯვენა ფლანგზე თამაში უკეთ შეუძლია. ცენტრში ის გუნდურ რიტმს ქმნის. რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ, რომ მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა ერთად ითამაშონ. ამ დროისთვის გუნდი კილიან ეკუთვნის, სწორედ ის აბრწყინებს პსჟ-ს. ბურთს უფრო ხშირად მბაპე იღებს, ვიდრე ლიონელი. თუ გუნდში ერთზე მეტი მძღოლია, გუნდი შეუფერხებლად ვერ ითამაშებს და პსჟ-ში ძალიან ბევრია. ისინი ერთ რიტმში არ თამაშობენ“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე ჩემპიონთა ლიგაზე, საფრანგეთის ლიგა 1-ში კი თავი ჯერ არ გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11579