თამაშგარე

0:00 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა და მაურო იკარდი შერიგდნენ

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი მაურო იკარდი და ვანდა ნარა, როგორც ჩანს, შერიგდნენ. არგენტინელმა ლამაზმანმა სოციალურ ქსელში იკარდისთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერეს, მაგრამ ისევ ერთად არიან.

„ბოლო თვეებში გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს რამდენად კარგად და როგორი ბედნიერები ვიყავით. მომხდარის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით. ყოველდღე მაუროს განქორწინებას ვთხოვდი, განშორება იყო ერთადერთი გზა ამდენი ტკივილის დასასრულებლად. ადვოკატთან მივედი, მაურო დამთანხმდა და ხელი მოვაწერეთ. მეორე დღეს მან წერილი მომწერა, როგორიც არასდროს მიმიღია: „ყველაფერი მოგეცით და ყველაფერი გაქვთ. იმედი მაქვს, რომ ბედნიერი იქნები, ეს მეც გამაბედნირებს“. აქ მივხვდი რაღაცას: შეიძლება ყველაფერი მქონდეს, მაგრამ თუ მასთან არ ვიქნები, არაფერი მექნება. დარწმუნებული ვარ, ეს მომენტი, რომელსაც განვიცდით გაგვაძლიერებს, როგორც წყვილს და როგორც ოჯახს. მთავარია, რომ გვქონდა თავისუფლება დაგვესრულებინა ჩვენი 8-წლიანი ურთიერთობა, მაგრამ ამდენი ტირილისგან დაღლილი სულით ისევ თავისუფლად ავირჩიეთ ერთმანეთი. მიყვარხარ, მაურო“, - დაწერა ვანდამ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ დღესვე იკარდიმ ინსტაგრამში მისი და ნარას ხელების ფოტო გამოაქვეყნა, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ წყვილი შერიგდა.

შეგახსენებთ, ვანდა ნარა იკარდის მას შემდეგ დაშორდა, რაც მეუღლე არგენტინელ მსახიობ ჩინა სუარესთან რომანში გამოიჭირა. შემდგომ, იკარდის დეპრესია ჰქონდა და პსჟ-ში არც ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლო ტურის მატჩში „მარსელთან“ ითამაშა.

0.117329