ფეხბურთი

22:45 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა "ლივერპულისგან" ხელფასის სახით კვირაში ნახევარი მილიონი მოითხოვა

ინგლისური „ლივერპულის“ ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ კლუბისგან გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ეგვიპტელმა კლუბს აცნობა, რომ ხელფასის სახით კვირაში 500 000 გირვანქა სტერლინგის მიღება სურს. „ლივერპული“ ამ მოთხოვნით შეშფოთებულია, რადგან საუბარი საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა.

სალაჰის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წელს იწურება, მის მიმართ სერიოზულ ინტერესს კი მადრიდის „რეალი“ იჩენს.

29 წლის შემტევი ნახევარმცველი „ლივერპულში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა და დღემდე 215 შეხვედრაში 140 გოლი აქვს გატანილი. აფრიკელ ფეხბურთელს მანამდე „რომაში“, „ფიორენტინაში“, „ჩელსიში“, „ბაზელსა“ და „ალ არაბიში“ უთამაშია.

0.111831