ფეხბურთი

21:32 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა და ელიტ-რაუნდს მიუახლოვდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, რომელიც მე-4 ჯგუფში ასპარეზობს, მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. მატჩის ბედი ალექსანდრე ნარიმანიძის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 86-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო - 1:0.

შედეგად, საქართველოს აქტივში ორი ტურის თავზე 4 ქულაა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, მაგრამ ჯერ გარკვეული არაფერია, რადგან უნგრეთსა და ესტონეთს 3-3, ხოლო ისლანდიას 1 ქულა აქვს.

ჩიტაურის გუნდმა პირველ ტურში ისლანდიასთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო 28 ოქტომბერს, ბოლო ტურში ესტონეთს შეხვდება. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს. ამასთან, სხვა ჯგუფების შედეგების შეჯამებით, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც შეძლებს ასპარეზობის ელიტ-რაუნდში გაგრძელებას.

უნგრეთი (U17) - საქართველო (U17) 0:1 (0:0)

საქართველო (4-5-1): კოპალიანი; სადღობელაშვილი, ხარჩილავა, გობეშია, ნარიმანიძე; ცეცხლაძე (პარკინაშვილი 68, ბასილაძე 90), ალიბეგაშვილი, სიგუა, ციკოლია, ტაბატაძე (ხაჩიძე 90); ფარცვანია (პარკაძე 68, გიუნაშვილი 90)

გოლი: 0:1 ნარიმანიძე (86)

0.145746