ფეხბურთი

21:05 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს. ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე თავიდან ჩანდა.

Bild-ის ცნობით, დიდი შანსია, რომ 21 წლის ნორვეგიელი მოედანზე იანვრამდე ვერ გავიდეს. ჰოლანდს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და აქამდე ცნობილი იყო, რომ რამდენიმე კვირა გაუცდებოდა, მაგრამ გამოჯანმრთელების ზუსტი პერიოდი ჯერაც უცნობია.

ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამის „აიაქსთან“ შეხვედრაში მიიღო.

0.111782