კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია. ნიდერლანდელმა დაზიანება „ელ კლასიკოში“, „რეალთან“ მატჩში მიიღო მიიღო.
როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დე იონგს ბარძაყის ძვლის დეფორმაცია აქვს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას. ფრენკი „ბარსას“ „რაიო ვალეკანოსთან“ 27 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში ნამდვილად ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.