ფეხბურთი

16:04 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "მანჩესტერი" არაფერს დაკარგავს, თუ გუნდში პოგბა აღარ ითამაშებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა. „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ ინგლისელმა განაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველის ადგილი „წითელ ეშმაკებში“ აღარ არის.

„პოგბა მოედანზე გუნდის დასახმარებლად შეიყვანეს და ნახევარდაცვის ცოტა გასამაგრებლად, მაგრამ ჯერ მეტოქეს გოლი აჩუქა, მერე კი სასაცილო ვარდნისთვის გააძევეს. საინტერესოა, თუ სულშერი „მანჩესტერში“ მუშაობას გააგრძელებს, პოგბას „მანჩესტერის“ მაისურით ისევ ვიხილავთ?

ბოლო წლებში მან სრული ქაოსი გამოიწვია, ყველამ იცის რამდენად ნიჭიერია, ყველა მწვრთნელიც ენდობა, მაგრამ მიუხედავად ამდენი აურზარისა მის ირგვლივ, არ აფორმებს ახალ კონტრაქტს, ლამის გაშვებას ითხოვს, მერე კი მოედანზე გადის და ასეთ რაღაცებს აკეთებს. არმგონია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ რამეს დაკარგავს, თუ პოგბა გუნდში აღარ ითამაშებს“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წლიდან თამაშობს და „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი დამდეგი წლის 30 ივნისს ეწურება.

0.110247