ფეხბურთი

15:30 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანს "ბარსელონაში" სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიდერლანდელ სპეციალისტს უახლოეს შეხვედრებში სამსახურის შესანარჩუნებლად დადებითი შედეგის ჩვენება მართებს.

„ბარსა“ ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოსა“ და „ალავესს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება და დიდწილად ამ მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული კუმანის მომავლი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ უკანასკნელი მატჩი „რეალთან“ გამართა და საკუთარ მოედანზე „ელ კლასიკოში“ მარცხი განიცადა (1:2).

0.055326