ფეხბურთი

14:09 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "იუვენტუსს" გოლის გატანა მხოლოდ პენალტით შეეძლო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გულდასაწყვეტია ქულების დაკარგვა, რადგან „იუვეს“ მხოლოდ პენალტით შეეძლო მათ კარში გოლის გატანა.

„ვფიქრობ პენალტი ერთადერთი გზა, რითაც მათ გოლის გატანა შეეძლოთ. ვწუხვართ, რადგან თამაში თავიდან ბოლომდე კარგად ჩავატარეთ და 2 ქულა დავკარგეთ, რაც კარგი არ არის. მსაჯი ეპიზოდთან 2 მეტრში იყო, თქვა, რომ ყველაფერი რიგზე გახლდათ და მერე VAR-ის ოთახიდან დაუძახეს. ბოდიშს ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდს მთელი თამაში ამხნევებდნენ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ინტერს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ლიდერებს, „მილანსა“ და „ნაპოლის“ კი 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117908