თამაშგარე

12:39 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა იკარდის ნიშანს უგებს

მსოფლიოს ბულვარულმა მედიამ ფრანგულ “პსჟ“-ში მოთამაშე არგენტინელი მაურო იკარდის ცხოვრების შესახებ ბოლო წლებში ისეთი უმცირესი დეტალებიც კი გვამცნო, რომ ალბათ უცნაური იქნებოდა, მის ეპატაჟურ ცოლთან და პირად აგენტთან, ვანდა ნარასთან დაშორების ამბავზეც რომ არ აეტეხა ერთი ვაიუშველებელი.

როგორც იცით, მაურო ცოლის ღალატში ამხილეს და ღალატი მედიის ზეწილით მოგვიანებით თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. ამ ამბავს შემდეგ გამწარებული ვანდას სახლიდან წასვლა და თან მისი ხუთი შვილის წაყვანაც მოჰყვა. (როგორც იცით ამ ბავშვებიდან მხოლოდ ორია მაურო იკარდის ღვიძლი შვილი).

გუშინწინ ყოფილმა მოდელმა ვანდა ნარამ სოციალურ ქსელებში ფოტო დადო, სადაც მისი უბეჭდო ხელია გამოსახული. ფოტოს წააწერა: “ჩემი ხელი ბეჭდის გარეშე უფრო ლამაზია“. ამით აშკარა გახდა, რომ ვანდა ერთგვარად ნიშნს უგებს მოღალატე ყოფილ ქმარს და უბეჭდო ხელით იმასაც გამოხატავს, რომ მისი გული და სარეცელი ახლა უკვე თავისუფალია.

0.160388