ფეხბურთი

10:25 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩვენი ქომაგები უკეთეს შედეგებს იმსახურებენ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლივერპულთან“ (0:5) კატასტროფული მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა ვარსკვლავის თქმით, „მანჩესტერის“ გულშემატკივარი უკეთეს შედეგს იმსახურებს.

„ზოგჯერ შეუძლებელია იმ შედეგის მიღწევა, რისთვისაც ვიბრძვით. ზოგჯერ ტაბლოზე არ არის ის, რაც გვინდა. ამაზე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რადგან სხვა არავინაა დამნაშავე. საოცარი ქომაგები გვყავს, ისინი ყოველთვის მხარს გვიჭერენ და მეტს იმსახურებენ. ისინი ბევრად უკეთეს შედეგს იმსახურებენ და ჩვენ ეს მათთვის უნდა გავაკეთოთ. დრო მოვიდა“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 9 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 14 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ბოლო ოთხ ტურში სამი მატჩი წააგო და ერთადერთი ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10029