ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ეს დღე არცერთ გუნდს დაავიწყდება. ერთისთვის ავადმოსაგონარი გახდა, მეორესთვის - პირიქით.
„ლივერპულის“ მოგებას ბევრი წარმოიდგენდა, მაგრამ ასეთს? 5:0! იურგენ კლოპის გუნდმა მოსისხლე მტერი არ დაინდო და საშვილიშვილოდ შეარცხვინა. პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყდა, რომელიც „წითლებმა“ 4:0 მოიგეს. საინტერესოა, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში პირველად წააგო „ოლდ ტრაფორდზე“ ტაიმი ასეთი სხვაობით. თუმცა, რაღა პირველ ტაიმში, როცა მე-13 წუთზე ანგარიში 2:0 იყო და უკვე ჩანდა ვის დარჩებოდა გამარჯვება.
მოჰამედ სალაჰმა მიჯრით მეათე მატჩში გაიტანა და ამ შეხვედრებში ჯამში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. ეგვიპტელმა „ოლდ ტრაფორდზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახლში დამსახურებულად წაიღო.
„ლივერპული“ ძალიან მაგარ ფორმაშია და პრემიერლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, მაგრამ ლიდერი არაა, „ჩელსი“ 1 ქულით უსწრებს. „მანჩესტერზე“ რა უნდა ითქვას? ბოლო 4 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და ოლე გუნარ სულშერს როდემდე აქვს ნდობის მანდატი, უკვე არავინ იცის. სხვათა შორის, „ლივერპულთან“ მე-60 წუთზე პოლ პოგბა გააძევეს, ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუც იმავეს იმსახურებდა, მაგრამ ავტორიტეტმა გაჭრა...
„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 0:5 (0:4)
გოლები: 0:1 კეიტა (5), 0:2 ჟოტა (13), 0:3 სალაჰი (38), 0:4 სალაჰი (45), 0:5 სალაჰი (50)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დდ
ლებედევს ფინალიც მოაგებინეს ბოგომოევთან. ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო კარგია ლებედევი ჯობს ლადოსთვის ვიდრე მუსუკაევი
დიდი აურზაურით დაიწყი ღრუსეთის შემპიონატი 57 კილოში ვიქტორ ლებედევს აშკარად მოაგაბინეს მუსუკაევთან 4-3...რასაც ჩხუბი და ალიაქოთიმოჰყვა,დაღესტნელებმა საერთოდ უარი თქვეს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ტურნირი შეწყდა გაიმართა მოლაპარაკება,ბოლო ინფორმაციით მიიღეს უცნარი გადაწყვეტილება-მუსუკაევს მიენიჭა გამარჯვება 4-2 მაგრამ ჭიდაობას გააგრძელებს ლებედევი...თუმცა ვნახოთ საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან...