საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ „თელავს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
კახა ჩხეტიანის გუნდის უშუალო კონკურენტი სწორედ კახური გუნდია, რომ პლეი-აუტის ზონიდან ამოვიდეს, ამიტომაც გამარჯვების გარდა, სხვა მოჭრილი ჰქონდა. იმერლებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
მოედანზე საუკეთესო თორნიკე ახვლედიანი იყო, რომელმაც პირველივე წუთზე გაიტანა, ხოლო 9 წუთში დუბლი შეასრულა! მასპინძლებმა რაფაელ ჩუკვურას გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ტაიმის ბოლოს დმიტრი რეკიშმა ორბურთიანი სტატუქვო აღადგინა. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „ტორპედომ“ 3:1 მოიგო.
„ტორპედომ“ 30 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მერვე ადგილზეა, ხოლო „თელავს“ 5 ქულით ჩამორჩება, რომელიც სამშვიდობო ზონაშია და სეზონის ბოლომდე მხოლოდ ხუთი ტურია დარჩენილი.
„თელავი“ – „ტორპედო“ 1:3 (1:3)
გოლები: 0:1 ახვლედიანი (1), 0:2 ახვლედიანი (10), 1:2 ჩუკვურა (27), 1:3 რეკიში (43)