საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი ევროთასებზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო იმერლები უმოტივაციოდ არიან, ამიტომაც, შედეგი მოსალოდნელი იყო. „დილამ“ მეტოქე მეორე ტაიმში უსმანე კამარასა და ირაკლი ბიძინაშვილის გოლებით გატეხა და 2:0 იმარჯვა.
გორის „დილას“ 53 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზე მშვიდად იმყოფება.
„დილა“ – „სამგურალი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კამარა (62), 2:0 ბიძინაშვილი (89)