სხვა

3:05 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გამოდევნებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონი გერმანელი ბრენაუერი გახდა

გერმანელმა ლიზა ბრენაუერმა თავის კარიერაში, პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური წოდება. ქალთა შორის ინდივიდუალურ გამოდევნებით რბოლაში, მან უკან ჩამოიტოვა თანაგუნდელი ფრანცისკა ბრაუსე. მესამე ადგილი კი ასევე გერმანელმა, მიეკე კრიოგერმა დაიკავა.

სამივემ გუნდურ გამოდევნებით რბოლაში მოიპოვა ოქროს მედალი, უფრო ადრე კი ისინი ოლიმპიური ჩემპიონებიც გახდნენ. მაგრამ ინდივიდუალურ რბოლებში, ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ ასპარეზობამ.

ბრენაუერმა სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და რბოლა სამ წუთსა და 18.258 წამში დაასრულა. ბრაუსე მას ოთხ წამზე მეტით ჩამორჩა. კრიოგერმა ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში, იტალიელი მარტინა ალცინი დაამარცხა.

ქალთა შორის 500 მეტრზე დროზე რბოლაში, ლეა სოფი ფრიდრიხმა გაიმარჯვა, ვისთვისაც ეს საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ოქროა. პირველი ოქრო გუნდურ სპრინტში მოიპოვა. ამჯერად კი მან დროზე რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ბრიტანელმა ითენ ჰეიტერმა ომნიუმში ოთხიდან სამი რბოლა მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამგვარად, ომნიუმში ორივე ოქრო ბრიტანელებმა მოიპოვეს. ერთი დღით ადრე, ქალთა შორის გამარჯვებას კეიტი არჩიბალდმა მიაღწია.

0.137669