კალათბურთი

12:31 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეგამ თბილისში იმარჯვა, დინამომ – ბათუმში

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები დღეს თბილისსა და ბათუმში გაიმართა. დედაქალაქში “მეგა” “ტიტებს” დაუპირისპირდა, ხოლო აჭარაში ბათუმელებმა “დინამოს” უმასპინძლეს. განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა რეგიონში გამართული შეხვედრა, რომელშიც გამარჯვებულის გამოვლენას ოვერტაიმი დასჭირდა.

უხვქულიანი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე პერიოდში დინამოელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია – 44:24, თუმცა მასპინძლებმა გათანაბრება ხომ მოახერხეს და მესამე პერიოდში 14 ქულით – 72:58 დაწინაურდნენ. მეამე ათწუთეული მასპინძლებმა 35:10 (!) მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით იგებდნენ.

ზუსტად 11 ქულით – 27:16 მოიგო ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა “დინამომ” დასკვნითი პერიოდი და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა, სადაც უკეთესი სტუმრები აღმოჩდნენ და “დინამომ” ბათუმიდან გამარჯვება წამოიღო – 100:97 (სტატისტიკა).

დამარჯვებულთაგან 32 ქულით საუკეთესო იყო ვოვა თავაქარაშვილი, რომელმაც 8 სამქულიანი და ჯამში 32 ქულა ჩააგდო. დინამოელთა ახალწყეულმა რაჰსან უილიამსმა დებიუტი 16 მოხსნით აღნიშნა, რასაც 6 ქულა და 5 დაფარება მოაყოლა. 33-ქულიანი დებიუტი ჰქონდა მეორე ამერიკელს, ბენჯამინ ქოლეჯს, რომელმაც დინამოელთა უკანა ხაზი გვარიანად გააძლიერა. ბათუმელთაგან 28 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 18 ქულა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა.

თბილისში გამართული მატჩი ისტორიული გამოდგა “მეგასთვის”, რომელმაც სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ა” ლიგიდან ამოსულმა გუნდმა პირველ ტურში ფავორიტ “ოლიმპთან” ვერაფერი გააწყო, დღეს კი დიდი მობილიზებისა და ბრძოლის ხარჯზე “ტიტებს” სძლია – 75:62 (სტატისტიკა).

მიხეილ ტერეხოვის გაწვრთნილ “მეგას” 26 ქულითა და 13 მოხსნით დემონტე ფანიგანმა ულიდერა. 13 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა ჯიმონ ჰენსონმა, ხოლო 11 ქულა ოთო ბულიავამ მიითვალა. ტიტებში 11 ქულითა და 12 მოხსნით ჯავიონ ოგუნიემი გამოირჩა.

სუპელრიგის მე-2 ტურის დასკვნითი 2 მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

0.113426