ფეხბურთი

0:25 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" განაცხადში ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი შეიყვანეს

რომის „ლაციო“ სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება და ამ მატჩში მაურიციო სარის გუნდის განაცხადში 18 წლის მცველი რომანო ფლორიანი მუსოლინი იქნება, რომელიც იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილია!

„ლაციოს“ მომავალ შეხვედრაში წამყვანი მცველები, ფრანჩესკო აჩერბი და ლუის ფელიპე დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ამიტომაც, სარიმ პრიმავერადან 18 წლის მუსოლინის ძირითად გუნდში იხმო, რომელსაც დაცვაში, როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრში თამაში შეუძლია.

მუსოლინი „ლაციოს“ ახალგაზრდულ გუნდში თებერვალში გადავიდა და იქ საკმაოდ კარგად ირჯება, შედეგად, სარის ყურადღება მიიპყრო.

0.117304