ფეხბურთი

22:56 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ოპონენტების განადგურება დაიწყო

„ჩელსიმ“ „ნორვიჩს“ 7:0 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. ცხადია, წყვილის აშკარა ფავორიტი „ჩელსი“ იყო. ლიდერი, რომელიც ლიგის ბოლო გუნდს მასპინძლობდა. მაგრამ ასეთ იოლ განადგურებას არავინ ელოდა.

მერე „არისტოკრატთა“ თავკაცმა ტომას ტუხელმა კითქვა: ამდენ ბურთს რომ გაიტან, ცოტა უნდა გაგიმართლოს კიდეც, თუმცა ფეხბურთელების მონდომებას არ ვაკნინიებ, შესანიშნავად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთო.

მასპინძლებს ტრავმირებული ლუკაკაუ და ვერნერი აკლდათ. მათ არყოფნაში ლიდერობა მეისონ მაუნტმა იკისრა. მან ჰეთ-თრიქი შეასრულა.

პატარა სენსაცია მოახდინა „ჩვენი“ ჩისკოს ყოფილმა გუნდმა. „უოტფორდმა“ „ევერტონი“ სტუმრად 2:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა 4 ბურთი 12 წუთის ინტერვალში გაიტანეს, სამი ბურთი ჯოშ კინგმა მიითვალა.

საინტერესოა, რომ მანამდე „უოტფორდს“ მერსისაიდელებისთვის 15 მატჩის განმავლობაში ვერ მოეგოთ. „გუდოსონ პარკზე“ კი საერთოდ ისტორიაშო პირველად გაიმარჯვეს.

კლაუდიო რანიერი კმაყოფილ იქნება.

დღის გვიან შეხვედრაში „სიტიმ“ „ბრაიტონი“ სტუმრად 1:4 დაამარცხა. „თოლიებმა“ სეზონი ყოჩაღად დაიწყეს და პირველ ტურებში ლიდერებში გაერივნენ. მაგრამ ამჯერად კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „სიტის“ და „ბრაიტონს“ შორის კლასში უზარმაზარი სხვაობაა. დუბლი შეასრულა ფოდენმა, რომელიც მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს. თითოც გიუნდოგანმა და მაჰრეზმა შეაგდეს.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-9 ტური. 23 ოქტომბერი

ჩელსი - ნორვიჩი 7:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 მაუნტი (8), 2:0 ჰადსონ-ოდოი (18), 3:0 ჯეიმსი (42), 4:0 ჩილუელი (57), 5:0 აარონსი (62 საკ. კარში), 6:0. 7:0 მაუნტი (85 პენ, 90+1)

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ტიაგუ სილვა, ჩილუელი, ჯეიმსი, ჩალობა, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი 64), მაუნტი, ჰავერცი (ბარკლი 70), ჰადსონ-ოდოი (ზიეში 70)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ნორვიჩი: კრული, ჰენლი, გიბსონი, ქაბაქი, იანულისი (უილიამსი 46), აარონსი, მაკლინი, ნორმანი, ლის-მელუ (რაშიცა 46), პუკი, სერჯანტი (ომობამიდელე 69)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: ლის-მელუ (45), გიბსონი (55), ნორმანი (83)

გაძევება: გიბსონი (65)

ბრაიტონი - სიტი 1:4

ბრაიტონი. „ამექსი“

0:1 გიუნდოგანი (13), 0:2, 0:3 ფოდენი (28, 31), 1:3 მაკ ალისტერი (80 პენ), 1:4 მაჰრეზი (90+5)

ბრაიტონი: სანჩესი, კუკურელია, ბერნი (ლემპტი 57), დანკი, ველტმანი, მარჩი, ლალანა, მოდერი, გროსი (მაკ ალისტერი 72), მოპე (მვეპუ 57), ტროსარი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, კანსელუ, ლაპორტი, დიაში, გიუნდოგანი (ფერნანდინიო 74), როდრი, ბერნარდუ სილვა, ფოდენი, გრილიში (დე ბრუინი 77), ჟეზუსი (მაჰრეზი 87)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: მოდერი (63), ლალანა (70); უოკერი (22), კანსელუ (60), ედერსონი (84)

კრისტალ პალასი - ნიუკასლი 1:1

1:0 ბენტეკე (56), 1:1 უილსონი (65)

ლიდსი - ვულვერჰემპტონი 1:1

0:1 ხვანი (10), 1:1 როდრიგო (90+3 პენ)

საუთჰემპტონი - ბარნლი 2:2

0:1 კორნე (13), 1:1 ლივრამენტო (51), 2:1 ბროია (50), 2:2 კორნე (57)

ევერტონი - უოტფორდი 2:5

1:0 დევისი (3), 1:1 კინგი (13), 2:1 რიშარლისონი (63), 2:2 კუცკა (78), 2:3, 2:4 კინგი (80, 86), 2:5 დენისი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12794