ფეხბურთი

19:14 | 23.10.2021 | ნანახია NaN - ჯერ

რონალდუ: "ჩემზე ცუდად თუ საუბრობენ, იმიტომ რომ ჩემი პოტენციალი იციან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან საუკეთესოები არ უყვართ.

რონალდუს განცხადებით, მას შეუძლია გუნდის დახმარება დაცვაშიც, მაგრამ მისი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა და გუნდის გამარჯვებაში ამ გზით დახმარებაა.

„ვიცი, როდის სჭირდება გუნდს დაცვაში ჩემი დახმარება. თუმცა, კლუბში ჩემი როლი გამარჯვებაა, გუნდს გამარჯვებაში და გოლების გატანაში უნდა დავეხმარო, ამავდროულად, დაცვაც ჩემი საქმის ნაწილია. 36 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მოვიგე, რატომ უნდა ვიდარდო, რომ ჩემზე ცუდს იტყვიან? ღამე კარგად მძინავს, სუფთა სინდისით ვიძინებ. ასე ვაგრძელებ დღემდე და პირს არ გავაღებ მათთვის, ვინც მაკრიტიკებს და სხვა ტიტულებს მოვიგებ. კრიტიკა ყოველთვის ფეხბურთის და ბიზნესის სამყაროს ნაწილია. მე ეს არ მაწუხებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს კარგ რამედ მიმაჩნია. თუ ჩემზე საუბრობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ იციან ჩემი პოტენციალი და ჩემი ღირებულება ფეხბურთში, ასე რომ, არა უშავს. მოვიყვან მაგალითს: თუ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ხარ, ჰკითხე ყველაზე ცუდ მოსწავლეს, ვინ მოსწონს ყველაზე მეტად - ის გიპასუხებს, რომ საუკეთესო არ მოსწონს.

ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ ისევ ბედნიერი ვარ და ფეხბურთით ვტკბები. მე ყველაფერი მოვიგე, მაგრამ კვლავ ძალიან მოტივირებული ვარ. ჩემი ცხოვრების ახალ თავში ვარ, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქ იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებას ვეცადო, აქ იმისთვის ვარ, რომ „მანჩესტერს“ დავეხმარო, მას გამარჯვებული ისტორია აქვს და აქ დასასვენებლად არ ვიმყოფები. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ამ გუნდში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ. ძალიან ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები არიან.

წაგება არ მიყვარს. ჩემთვის „ევერტონთან“ პატივისცემის მიუხედავად, მასთან სახლში ფრე წაგების ტოლფასი იყო. შესაძლოა არასწორად ვფიქრობ, მაგრამ ამდენი ტიტული ამიტომაც მოვიგე და ჩემს კარიერაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში ვითამაშე. ამიტომაც, ჩემს მიმართ ყოველთვის იქნება კრიტიკა. არც ვმალავ და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი, ფეხბურთი ასეთია. ჩემი რეაქცია არის ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ხანდახან შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რასაც არ შენ არ ეთანხმები, მაგრამ მე ასეთი ვარ.

ყველა მიცნობს, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ახლა ასაკთან ერთად არ შევიცვლები. ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები გუნდისთვის და ჩემი რეაქციები გამოხატავს იმას, ვინც ვარ. არ მინდა ვინმეს ზიანი მივაყენო. ვიცი, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიქნები იმის გამო, ვინც ვარ და რასაც მივაღწიე და რაც მოვიგე. მათ არ სურთ ჩემზე კარგი რაღაცები თქვან, ყოველთვის ცუდს იპოვიან, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. ცხოვრება მუდმივი გაკვეთილია და ჩემი შეცდომებიდანაც ვსწავლობ, ვცდილობ ყოველთვის განვითარდე“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედში“ 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:53 | 01.09.2017
federer (17) (15576)

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა რო საქართველოს უდავოდ ძლიერი ნაკრები ყავს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და ეს დღეს ისევ დამტკიცდა და ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ

22:01 | 31.08.2017
mst (1810)

სიტყვები არ მყოფნის ეს რა ლომები გვყავს,ეხლა უნდა დავწყნარდე და თავიდან ბოლომდე ვუყურო

21:32 | 31.08.2017
vaxo22 (759)

გილოცააავთ

21:25 | 31.08.2017
miriani (2665)

ავოიეეეეეეეეეეე....გენაცვალეეეეეეთ.....საქართველოოოოოო..... გილოცავთ ყველლააააასსსსსსს

21:25 | 31.08.2017
miriani (2665)

ავოიეეეეეეეეეეეეე.....დამენცვით ლიტვა და მსაჯებიიიიიუიი

21:24 | 31.08.2017
დურანტულა35 (6807)

გილოცავთთთთთთთთთთთთთთ

21:24 | 31.08.2017
M.U2016 (1925)

მსაჯის ოჯახი მოიკითხა ალოლფმა ) გაუმროჯოს საქართველოს გილოცავთ

21:24 | 31.08.2017
დურანტულა35 (6807)

მსაჯიან ლიტვიანად მოვუგეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთ

21:24 | 31.08.2017
დურანტულა35 (6807)

აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე უუფუუუფუფუფუფუფუფუფუფუფუუფფ

21:23 | 31.08.2017
stoikovich (5984)

გამოიღე ლიტვააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!! მსაჯებს მაინც მოვუკითხავ სანათესაოს, რა ჯარიმა არ დაუსტვინეს ბოლოს

21:23 | 31.08.2017
baxt (1836)

არიიიიის!!!!! გილოცაააავთთთ!!

21:08 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

შენგენია ლებრონობს

20:59 | 31.08.2017
stoikovich (5984)

მსაჯების ოჯახებს მოვიკითხავ ცალკე, რამდენჯერმე ტყუილად დაგვაჯარიმეს

21:08 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

ლიტველებიც ეგრე იტყვიან მაგას ორივე მხარეს აქვს შეცდომები

20:39 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

ფიზიკურად და უტრანვოდ თუ გავძელით შემდეგი თამაშებისთვის და ცოტა გაგვიმართლა ბევრს გავამწარებთ. ფაქტია მთავარ ფავორიტს თანაბრად ვეთამაშებით

20:37 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

სკამი რომ გვყავდეს დავახევდით თავზე ბურთს, მეორე პერიოდის სტარტზე გაგვექცენ ძირითადი რომ დავსვით, მერე შემოვიდნენ ეგრე დაუქაჩეთ

20:27 | 31.08.2017
sabonis (9584)

ცინცაძე როგორაა ნეტა, დღეს არ ვამბობ საერთოდ არ დავკარგოთ. ჯარიმების სროლა გამოვასწოროთ და ყველაფერი კარგად იქნება.

20:25 | 31.08.2017
Jimmy@B (281)

Tokom sajarimoebi unda gamoasworos aucileblad zustad mag jarimebit vagebt..ise martla zaan magaria toko

23:51 | 31.08.2017
miriani (2665)

გამოასწორა კიდეც მეორე ნახევარში...

20:22 | 31.08.2017
Jimmy@B (281)

Sul cota ro gagvimartlos ar sheizlebaa?odnavi gamartleba da movigebt

20:17 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

კუზმინსკასი უნდა იყოს ნბაში და შენგელია არა? რა უსამართლოდაა სამყარო მოწყობილი

19:35 | 31.08.2017
skorpio (661)

აამ ისტერიკა კომენტატორების გამო ხმა როგორ გავუტიჰო ტვინს ბურგაავენ რაა

20:16 | 31.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

გავახურო ჯამლეტი?

19:31 | 31.08.2017
stoikovich (5984)

წავიდააა, წარმატებები ლომებო!

17:59 | 31.08.2017
BEERTRANCE (97819)

მიდით მიაწექით.

17:53 | 31.08.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

წარმატებები ბიჭებო !!!

17:17 | 31.08.2017
zaza2 (298)

მაქსიმუმის მაქსიმუმი - მეოთხედფინალია

17:08 | 31.08.2017
dubligi (1492)

გაიმზადეთ ვალიდოლები და კონიაკები..სავარაუდოდ ყველა ჩვენი თამაში ბოლო წუთებზე გადაწყდება....დღეს არ ვიცი, მაგრამ მერე 4-დან 3 უნდა მოვიგოთ და ყველანაირი პოტენციალი ამის გვაქვს..ევროპულ ტოტალიზატორებზე ყოველდღიურად იცვლება ჩვენზე კოეფიციენტები..ანუ ღმერთმა დაიფაროს და ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, დიდი სენსაცია იქნება..

0.0696