საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა. იმერულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„სამტრედია“ მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს, 30 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა და ქვედა ლიგაში გავარდნასთან ძალიან ახლოსაა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სამტრედიელთა ახალი მწვრთნელი.
გია ცეცაძე „სამტრედიას“ ადრეც წვრთნიდა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაც მის სახელს უკავშირდება, როდესაც 2016 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
კაი კაცი იყო აცხოვნოს ღმერთმა.ყველაზე მეტად ამის ხელში მომწონდა არგენტინის ნაკრების თამაში.ფაქტია მესის ეპოქაში ყველაზე დალაგებული გუნდი ამას ყავდა რომელიც სტაბილურად მაღალ დონეს დებდა და მაგრად არ გაუმართლა 2014-ში მსოფლიო რომ ვერ მოიგო.პენალტიც არ მიცეს ფინალში სამ რეალურ განიავებულ მომენტს რომ შევეშვათ.მართლა რაღაცნაირი საწყალი თვალებით იყურებოდა სულ
((
ამ კაცს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს სულ სიკვდილს უყურებდა თვალებში..