ფეხბურთი

16:10 | 23.10.2021 | ნანახია 0 - ჯერ

კიელინი: "როცა ბონუჩი "მილანში" გადავიდა, ცუდად ვიყავი, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ შეცდა"

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლეომ შეცდომა დაუშვა და ამას მალევე თავადაც მიხვდა.

„როდესაც მითხრა, რომ „იუვეს“ ტოვებდა, ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. მას ბევრი მესიჯი მივწერე, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ურთიერთობების შენარჩუნება. მან ეს ამბავი დილით მითხრა, პრესეზონის პირველი დღეები იყო და საღამოს ძალიან გრძელი მესიჯი მივწერე.

ცხოვრებაში არჩევანი ცხადია, უნდა მივიღოთ, მაგრამ ერთი თვით ადრე შვებულებაში მარტო რომ არ ყოფილიყო და როგორც სხვა წლებში, ერთად ვყოფილიყავით შვებულებაში, ჩემი აზრით, ის „მილანში“ არ წავიდოდა, დარწმუნებული ვარ. ვაიძულებდი, რომ აზრი შეეცვალა, გავაგებინებდი, რომ შეცდომას უშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ „მილანს“ დიდ პატივს ვცემდი, ეს არ იყო მადრიდის „რეალი“ და არც დღევანდელი „მილანი“. მან ნაბიჯი უკან გადადგა და შეცდომა რომ დაუშვა, მალევე მიხვდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ლეოს შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მერ ვერ მივიღებდი, ჩემს ოჯახშიც არაფერს ვწყვეტ“, - ბოლოს ხუმრობით დაასრულა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონაროდ ბონუჩიმ „მილანში“ 2017-2018 წლებში ითამაშა და ერთი სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ დაბრუნდა. კიელინი და ბონუჩი "იუვესა" და იტალიის ნაკრებში ერთად 2010 წლიდან თამაშობენ და გამონაკლისი მხოლოდ ზემოხსენებული ერთადერთი სეზონია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 20.06.2018
Juventino Per Sempre (170)

თემო შენი თავიც ერტფეროვნად ლაპლაპებს მაგრამ ვინმეს აქვს პრეეტენზია ?

20:58 | 19.06.2018
paata2727 (294)

ეე...პროფესორა....გეტყობა სამხრეთელებს რომ გულშემატკივრობ....ინგლისს აკლია ფანტაზია????? გუნდმა მარტო პირველ ტაიმში შექმნა 5-6 100 % მომენტი.....მეორეში ტუნის 11 კაცით ჩაჯდა და მასეთ დამცველ გუნდს აგერ მესიმაც ვერაფერი მოუხერხა...რა ფანტაზია გინდა...???? მიაპრესინგეს ტუნისი....აიძულეს კუთხური....დაუსხლტა კეინი მცველს და შეთხარა....ნეტა ასე ჩბენ გვეტამაშა....ინგლისი ძალიან მშიერი გუნდია...გამოუცდელი..მაგრამ ძაააააააან სახიფათო

19:45 | 19.06.2018
დევიღუპეთ (514)

ეს რომ ყოფილიყო ინგლისის ტრენერი და ჟურნალისტს ეკითხა ერთფეროვნად რატო ითამაშამეთო დედის ხახას გამოუღებდა მინაშვილს, რას ამბობთ იგნლისს 1880 წლის მერე ამდენი მომენტი ერთ თამაშში არ ქონიაო

15:59 | 19.06.2018
mjgiri (8951)

ქეცბაიამ უყურა ინგლისის თამაშს?
1-უოკერი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა,და იქ არ გამოდის თამაში.სწორედ ესაა აკიდებული პენალტის მიზეზი.
2-ინგლისს 2 სრულფასოვანი სათამაშო სქმა აქვს.გუშინდელი სქემა იყო მიმართული ბურთის სწრაფ გათამაშებაზე მოედნის მესამე მეოდხედში,რაც პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოსდიოდათ.არის ვარიანტი უოკერის ლატერალად გამოყენების და დაიერის საყდენ ზონაში ჩასმის.ეგ უფრო პოზიციური შეტევისთვისაა.
3-კუთხურებს რაც შეეხება,ეს ძალიან მნიშვნელოვანია,და ამ ასპექტში ძაან მომატებული აქვთ ინგლისელებს.ეს მწვრთნელის მუშაობაზე მიუთითებს და ქეცბასთვის შეიძლება უცნაური იყოს

15:54 | 19.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ინგლისზე ნაწილობრივ ვეთანხმები ნაწილობრივ არა.ინგლისი არც მე მგონია მთავარი ფავორიტი ლოგიკირად არც არის მაგრამ იმაში ვერ დავეთანხმები რო ინგლისელებს მარტივი კომბიმაციები ქონდათ და სწორხაზოვნად უტევდნენ არა პირველი ტაიმი ძაან მაგარი იყო ინგლისი ძალიან ჭკვიანური კომბინაციებით ერთადერრთი რაშიც დაადანაშაულებ გამოუყენებელი მომენტები იყო.რუსეთს რაც შეეხება ალბათ კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩი მიემატება ამ ტურნირს ყველაფერი სალაჰზეა მჯერა რო ეგვიპტე გავა.არამგონია მომო100%მზად იყოს მაგრამ შეეცდება მაქსიმუმს დადებს

15:53 | 19.06.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

რაო რაო თემურაამ ? ინგლისია ერთფეროვანიო ?
ოოოხ შე მრავალფეროვანო !!!

17:12 | 19.06.2018
giogobi (197)

თავის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებთან შედარებით იყო ერთფეროვანიო

0.07068