ფეხბურთი

14:30 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპულთან" კონტრაქტის განახლება ჩემზე არაა დამოკიდებული"

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ინგლისურ გრანდში დარჩენა სურს. თუმცა, ეგვიპტელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება მასზე არაა დამოკიდებული.

„ახალი კონტრაქტი? რთულია, არ მინდა ამაზე საუბარი, ძალიან სევდიანი ვიქნებოდი, მაგრამ დაველოდოთ რა მოხდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს კლუბს და არა მე. ახლა ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვითამაშო. მინდა, აქ კარიერის ბოლომდე ვიყო, თუმცა, ვიმეორებ, კონტრაქტის ბედი ჩემს ხელში არ არის.

„მანჩესტერთან“ მატჩი? ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, განსაკუთრებით ინგლისში. მთელი ძალით უნდა დავიხარჯოთ გამარჯვებისთვის და უკიდურესად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 2017 წლიდან, როცა გუნდს „რომადან“ შეუერთდა, 214 თამაშში თავი 137-ჯერ გამოიჩინა.

0.131932