საფრანგეთში მიმდინარე სატრეკო ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის გამოდევნებით რბოლაში, ოქროს მედალს ამერიკელი ეშტონ ლამბიე დაეუფლა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს იტალიელები, ჯონათან მილანი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფილიპო განა დაეუფლნენ.
ლამბიე მსოფლიო რეკორდსმენია. ფინლში მან მილანი დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ გახდა პირველი ამერიკელი მამაკაცი ველომრბოლი, ვინც ინდივიდუალურ გამოდევნებით რბოლაში ოქროს დაეუფლა.
განამ, ვინც წინა სამ ჩემპიონატზე იყო საუკეთესო, ერთი ოქრო კი 2016 წელს აქვს მოპოვებული და წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში, შვეიცარიელი კლაუდიო იმჰოფი დაამარცხა. განამ ერთი დღით ადრე, გუნდურ გამოდევნებით რბოლებში, ოქროს მედალი იტალიის გუნდთან ერთად მოიპოვა.
მამაკაცთა შორის 1 კილომეტრზე დროზე რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდიელი ჯეფრი ჰოოგლანდი (58.418 წამი) გახდა. ვერცხლის მედალს ტრინიდადელი ნიკოლას პოლი (59.791 წამი) დაეუფლა, ბრინჯაო კი გერმანელმა იოახიმ აილერსმა მოიპოვა.
მამაკაცთა შორის 40 კილომეტრზე ქულების რბოლაში, ჩემპიონი ფრანგი ბენჟამენ თომასი გახდა, ვინც მასპინძლებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. მეორე და მესამე ადგილები ბელგიელმა კენი დე კეტელემ და ჰოლანდიელმა ვინსენტ ჰოპეზაკმა დაიკავეს.
ქალთა ომნიუმში ბრიტანელმა კეიტი არჩიბალდმა გაიმარჯვა, ვინც თავის ნაკრებს პირველი ოქრო შესძინა. მან ბელგიელ ლოტე კოპეცკის და იტალიელ ელისა ბალსამოს აჯობა.
ქალთა სპრინტი კი გერმანლთა დომინირებით ჩატარდა. ოქროს მედალს ემა ჰინცე დაეუფლა, ვერცხლი და ბრინჯაო კი შესაბამისად, გერმანელმა ლეა ფრიდრიხმა და კანადელმა კელსი მიტჩელმა მოიპოვეს.