ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ საულ ნიგესის გამოსყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ესპანელი ნახევარმცველი ლონდონელებმა ზაფხულში იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადაიბირეს, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელმა კლუბის სამწვრთნელო შტაბს თავი ვერ მოაწონა და ამ ეტაპზე მისი გამოსყიდვა არ იგეგმება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში საულ ნიგესმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.