მილანის „ინტერი“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ნიკოლო ბარელასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ბარელას მოქმედი კონტრაქტი „ინტერთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, კლუბი მზადაა ხელფასი გაურმაგოს და სამირ ჰანდანოვიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაურსაც ჰპირდება.
24 წლის ფეხბურთელი „ნერაძურის“ 2019 წელს „კალიარიდან“ შეუერთდა და 98 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. გასულ ზაფხულს ის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.