ფეხბურთი

1:34 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი: "პიკე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია"

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ჟერარ პიკეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.

„სინამდვილეში მე და ჟერარმა ძალიან სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს, ჯერ მოედნის მიღმა და მერე მოედანზე. ჩემთვის მასთან თამაში ძალიან ადვილი იყო. პიკე მაღალი დონის მოეთამაშეა, რომელიც „ბარსას“ კარგად იცნობდა, რადგან „ლა მასიას“ აღზრდილია. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია“, - თქვა პუიოლმა.

შეგახსენებთ, პიკე და პუიოლი „ბარსელონას“ დაცვის ცენტრში ერთად 2008-20014 წლებში თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114749