ფეხბურთი

0:42 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრივენცოვი კვირკველიას დებიუტზე: "სათამაშო დრო მალე გაეზრდება"

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში „მეტალისტ 1925“-მა საკუთარ მოედანზე „ინჰულეცი“ 4:0 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ამ შეხვედრაში სოლომონ კვირკველიას დებიუტი შედგა, რომელმაც 78-ე წუთიდან ითამაშა.

ხარკოველთა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა მატჩის მერე კვირკველიას შესახებ ისაუბრა:

„კვირკველიას დებიუტი შედგა, 20 წუთზე ნაკლები ითამაშა. ის კვალიფიციური და ძლიერი მცველია, რომელიც ფორმაში შესვლას ცდილობს. გადავწყვიტეთ ახლა ეთამაშა, რომ საშინაო სტადიონისა და გუნდის ატმოსფერო შეეგრძნო. თუ შესაძლებელი იქნება, მალე მისი სათამაშო დრო გაიზრდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ლაზარეთი სამწუხაროდ არ ცარიელდება“, - აღნიშნა კრივენცოვმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „მეტალისტ 1925“-ს ერთი კვირის წინ შეუერთდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ხარკოვულ გუნდს 12 ტურში 19 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა.

0.118851