ფეხბურთი

23:12 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპულის" დატოვებას არასდროს ვისურვებ"

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე დარჩებოდა "ლივერპულში", თუმცა ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი საკითხი არაა.

კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სალაჰის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მოჰამედს "ლივერპულთან" ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

"მე რომ მკითხოთ, ვისურვებდი, რომ კარიერის დასრულებამდე დავრჩე, მაგრამ ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა და კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის ვერ წარმომიდგენია "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში და ეს დამასევდიანებდა. ვერ წარმომიდგენია, თუმცა ვნახოთ რა მოხდება მომავალში." - განუცხადა Sky Sports-ს აფრიკელმა.

0.115955