ფეხბურთი

22:12 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "პირველ ადგილზე გუნდს ვაყენებ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გუნდს ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ გუნდს ადაპტაციისთვის დროს სჭირდება. რონალდუმ ასევე აღნიშნა, რომ კვლავინდებურად მოტივირებულია, რათა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს გუნდმა.

"ჩემი აზრით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯერჯერობით ცოტა რამ გააკეთა. კლუბმა მე, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო დაიმატა. გუნდს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და ვფიქრობ ნაბიჯ-ნაბიჯ ავეწყობით და ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მე მხოლოდ ჩემს პირად შედეგებზე არ ვსაუბრობ, გუნდს პირველ რიგში ვაყენებ. ყველამ იცის თავისი როლი. ჩემი დავალებაა გავიტანო გოლები, დავეხმარო გუნდს ჩემი გამოცდილებით. თუ ყველა ჩემნაირად იფიქრებს, გუნდს მიუძღვნის თავს, ვფიქრობ უკეთესი გუნდი გავხდებით. ჩვენ დიდებული გულშემატკივრები გვყავს, ფანტასტიკური სტადიონი გვაქვს და ჩინებული გუნდი გვყავს." - განუცხადა Sky Sports-ს რონალდუმ.

რონალდუმ სანაკრებო დონეზე სექტემბერში ალი დაეის რეკორდი (109 გოლი) გააუმჯობესა და ახლა პორტუგალიის ნაკრების მაისურით უკვე 115 გოლი აქვს გატანილი. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში კრიშტიანუმ 591 შეხვედრაში 479 გოლი გაიტანა და ამ მხრივაც პირველ ადგილზეა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქაც რონალდუ რეკორდსმენია როგორც შეხვედრების რაოდენობით (179), ისე გოლების (137). რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდა და ცხრა შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა.

0.111852