ფეხბურთი

20:36 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დაკა - ევროპა ლიგის რეკორდსმენი და კვირის საუკეთესო ფეხბურთელი

ზამბიას ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" 23 წლის თავდამსხმელი პატსონ დაკა გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აფრიკელმა მოთამაშემ მოსკოვის "სპარტაკთან" მოგებულ (4:3) შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ინგლისელებს მოაგებინა.

ამავდროულად, დაკამ ჰეთ თრიკი ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფად, ცხრა წუთსა და 34 წამში შეასრულა. პატსონი "ლესტერი" ახალწვეულია, ზამბიელი "ზალცბურგიდან" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა. მას შემდეგ, დაკამ შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

0.116839