ფეხბურთი

18:40 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მეტალისტის" მწვრთნელი: "კვირკველია ფორმის აღდგენაზე მუშაობს, სასწაულები არ ხდება"

უკრაინული „მეტალისტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი მცველის იმედი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ის ფორმის აღდგენის პროცესშია.

„კვირკველია ფორმის აღდგენაზე მუშაობს. სასწაულები არ ხდება, როდესაც ფეხბურთელი ივნისის შემდეგ უთამაშებელია, გარკვეული დრო სჭირდება. ერთად ვახდენთ მომზადების პროცესის ფორსირებას ვიმედოვნებთ, რომ მომავალ მატჩებში მისი თამაშის ხედვა და გამოცდილება გამოგვადგება“, - თქვა კრივენცოვმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია "მეტალისტს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთი კვირის წინ შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი ბოლოს „როტორში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნოდა, რომლის რიგებში მან 2017-2020 წლებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, თითოჯერ რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო, გარდა ამისა, რუსეთის თასს ერთხელ ყაზანის „რუბინშიც“ დაეუფლა. 29 წლის ფეხბურთელს ასევე უთამაშია „ნეფტეხიმიკში“, საქართველოს ნაკრებში კი 42 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.118723