ფეხბურთი

17:30 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

დორტმუნდიას „ბორუსიას“ ნორვეგიელი ლიდერი ერლინგ ჰოლანდი გამოაკლდა. 21 წლის ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემაც დაადასტურა: „ჰოლანდი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება“, - თქვა მან.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის განა მოახერხა.

0.122238