მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და „ელ კლასიკოსთვის“ მშვიდად ემზადებიან.
„რეალი“ – „ბარსელონა“ განსაკუთრებული მატჩია. თითოეულ ქვეყანაშია პრინციპული დაპირისპირება, როგორიცაა „მილანი“ – „ინტერი“, „ჩელსი“ – „ტოტენჰემი“, „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“. ეს განსაკუთრებული მატჩია ესპანეთისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. მშვიდად და კონცენტრირებულად ვემზადებით.
მომწონს ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულება და ამას ყველა ვარჯიშზე ვხედავ. გუნდი კონცენტრირებულია, რთულ პერიოდს განვიცდით, მაგრამ ფეხბურთელები თამაშზე არიან კონცენტირებულნი, ყოველდღე მოტივირებულები. „შახტართან“ საუკეთესო თამაში გვქონდა და იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.
ვფიქრობ, აზარი და კარვახალი დაგვიბრუნდებიან, გვაქვს დრო, რომ მოვემზადოთ მატჩისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან რას ნიშნავს ასეთ მატჩში თამაში. ვემზადებით უდიდესი სიმშვიდით და მაქსიმალური რწმენით. „ბარსელონა“ დაბრუნდა, ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა იძენს ხასიათს და იხვეწება“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსნებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.