თამაშგარე

11:45 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსექსობა მომავალი მუნდიალის პრობლემა იქნება

როგორც იცით, 2022 წლის ზამთარში, ისტორიაში პირველად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არაბულ ქვეყანა ყატარში გამართება. ეს უკვე დადგენილი ამბავია და ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს ვინმეს მოგვწონს თუ არა თავის დროზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს უცნაური გადაწყვეტილება.

არსებობს ამერიკული ორგანიზაცია “1+1“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროსტიტუციას და სექს-ინდუსტრიას იკვლევს. აღნიშნული ორანიზაციის სულ ცინცხალი კვლევით დასტურდება, რომ მომავალ წელს ყატარში განსაკუთრებით ცოტა ქომაგი ჩავა და ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად ისიცაა, რომ ყატარში პროსტიტუცია კანონის ძალით იზღუდება.

სიტუაციას ისიც ამძიმებს რომ სექსის თავისუფლების კუთხით არც ყატარის მეზობელი ქვეყნები (ასევე მუსულმანური ქვეყნები) გამოირჩევიან და თუნდაც ფულიან ქომაგს, სასურველი სექს-მომსახურების მისაღებად კანონის დარღევის გარდა, სხვა რისკების გაწევაც მოუწევს. შიშ-კანკალში სექსი კიდე ვის ესიამოვნება?

0.138609