სხვა

2:16 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანელო ალვარესი ქელებ პლანტის მე-7-9 რაუნდს შორის დამარცხებას ვარაუდობს

ზესაშუალო წონაში (76 კგ) მსოფლიო ჩემპიონი (WBA-ის, WBC-ს და WBO-ის ვერსიებით), მექსიკელი კანელო ალვარესი ამბობს, რომ იცის, თუ როგორ დაამარცხოს IBF-ის ამერიკელი ჩემპიონი, ქელებ პლანტი, ვისაც ლას ვეგასში, 6 ნოემბერს შეხვდება.

მექსიკელი მოკრივე, როგორც წესი, ბრძოლას მსუბუქად იწყებს და პირველ რაუნდებში მეტოქეს სწავლობს. შემდეგ კი უპირატესობას ეუფლება და თუ ნოკაუტს ვერ მიაღწევს, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იგებს ხოლმე. ალვარესი ირწმუნება, რომ პლანტთან შეხვედრა მსგავსი სცენარით წარიმართება. ის დარწმუნებულია, რომ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება.

„ვგრძნობ, რომ პირველი რაუნდები ცოტა ძნელი იქნება. მაგრამ შემდეგ, მე-7-8-9 რაუნდებში, ალბათ მის დამარცხებას შევძლებ“, - ამბობა ალვარესი (56-1-2, 38 ნოკაუტი), რომელსაც პრეს კონფერენციის დროს, თავის მომავალ მეტოქესთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა.

ალვარესის და პლანტის (21-0, 12 ნოკაუტი) შეხვედრა ლას ვეგასის MGM გრანდ გარდენ არენაზე გაიმართება.

0.129679