ფეხბურთი

11:11 | 22.10.2021 | ნანახია 401 - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ეფექტური გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში გიორგი მერებაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „პოდბესკიძიემ“ სტუმრად „სტომილი“ 4:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მერებაშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა, თავი კი 23-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.

35 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, „პოდბესკიძიე“ კი 21 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და ექსტრაკლასაში გადასასვლელად იბრძვის.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:45 | 22.10.2021
lagashi (6738)

ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მონაცემებით და აგერ 35 წლის ასაკში თამაშობს!

16:48 | 22.10.2021
irakli111 (373)

ნაკრებშიც სხვებისგან განსხვავებით ბოლომდე იხარჯებოდა და ძაან დიდ შავ სამუშაოს ასრულდება და თან ყველაზე კარგი პერიოდი როცა იყო ნაკრების იმ გუნდში თამაშობდა

22:42 | 22.10.2021
lagashi (6738)

შთაბეჭდილება რჩებოდა რომ უჭირდა ნაკრებთან შეწყობა, ჯერ კიდევ 2008 წელს შედგა მისი სანაკრებო დებიუტი და მხოლოდ 31 მატჩი მოუგროვდა.

0.064656